
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სხვა დაავადებისგან არ იცავს. ამიტომ თუ ადამინს ეს დაავადება ჰქონდა და ვაქცინის შემდეგ უცბად მოხდა, არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინის გამო მოხდა“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც იმნაძე ამბობს, სხვა ქვეყნებში აღნიშნული ვაქცინის ათიათასამდე დოზა უკვე გამოყენებულია.
„არ შეუჩერებია ვაქცინაცია ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, რომელიც „ასტრაზენეკას“ იყენებს. ასეთი რაღაცები ყოველთვის მოხდება, ვიღაცა რაღაცას დააკავშირებს. სიფრთხილის გამო შეიძლება ვიღაცამ შეაჩეროს, მაგრამ ფაქტი არის, რომ უკვე გამოყენებულია ათეულ მილიონობით დოზა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სხვა დაავადებისგან არ იცავს. ამიტომ თუ ადამინს ეს დაავადება ჰქონდა და ვაქცინის შემდეგ უცბად მოხდა, არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინის გამო მოხდა.
ის სიხშირე რაც მოხდა, ტრომბოემბოლიური გართულება, არ განსხვავდება სიხშირით არააცრილ პოპულაციაში როგორც ხდება ეს გართულება, ეს ხომ არსებობს ისედაც მსოფლიოში“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.























