16:38 | 2021-09-21 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ვაქცინაციის შემცირებული ტემპის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება კორონავირუსის პანდემიის მიმართ – ივანე ჩხაიძე 

ვაქცინაციის შემცირებული ტემპის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება კორონავირუსის პანდემიის მიმართ – ივანე ჩხაიძე 

„ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელოვნად შემცირება ჩვენთვის ძალიან სერიოზული სიგნალი და შეშფოთების სერიოზული საფუძველია“,- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

 

„შემცირებული ტემპის უკან არც ვაქცინების დეფიციტი დგას და არც ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა. ამის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება ზოგადად, კორონავირუსის პანდემიის მიმართ. ვაქცინაცია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას. საბედნიეროდ, არსებობს პრობლემის გადაწყვეტის გზა და ეს არის ვაქცინაცია“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X