
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აშშ-ის მოსახლეობის კოვიდ-სტატისტიკას აქვეყნებს და დასძენს, რომ ვაქცინები მუშაობს.
განახლებული მონაცემებით ირკვევა, რომ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი.
„19 ივლისის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 161-მილიონი ადამიანი სრულად ვანქცინირებულია,
- ემოციური ფოტოები: ზურა ბაკურაძის საფლავზე მისი ცხენი მივიდა – დღეს მომღერლის გარდაცვალებიდან 40 დღეა
აქედან:
– ჰოსპიტალში მოხვდა 5 601 ადამიანი ანუ 0.0035%
– გარდაიცვალა 1 141 ადამიანი ანუ 0.0007%
ამავე პერიოდში აშშ-ში ინფიცირებული ადამიანია 35 მილიონი (მაქსიმუმ არადიაგნოსტირებული და უსიმპტომო ფორმები რომ ჩავთვალოთ 90-100 მილიონი)
– გარდაიცვალა 629 315 ათასი ადამიანი ანუ 1.76%. ვაქცინები მუშაობს!“, – წერს ექიმი და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ვაქცინაციის მნიშვნელობასა და კოვიდპანდემიაზე სტატიები შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.























