13:08 | 2021-08-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას – ბიძინა კულუმბეგოვი

ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას  – ბიძინა კულუმბეგოვი

და მაინც მგონია, რომ ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.

აქვე, მაგალითისთვის, კულუმბეგოვმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან შესაბამისი მუხლიც მოიტანა.

 

იბრძოლა, მაგრამ ვერ მოერია, აცრა ვერ მოასწრო - ეკა მიშველაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
2021-08-10იბრძოლა, მაგრამ ვერ მოერია, აცრა ვერ მოასწრო - ეკა მიშველაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

 

აღნიშნულის ბერკეტი მას გააჩნია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება!

 

1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

თუ კანონი გაფართოვდება (ამჟამად ეხება მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებს) და მასმედიაში აზრის გამომთქმელ ნებისმიერ ექიმს შეეხება, გაცილებით გავაუმჯობესებთ საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს!“, – ვკითხულობთ ექიმის პოსტში.

 

ამავე თემაზე ნახეთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X