
„ჩილე იკეტება, 11 ქალაქი თავისი დედაქალაქით“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.
„ქვეყნის მოსახლეობა – 17.5 მილიონი. 17.2 მილიონი აცრა სინოვაკით (Sinovac)
4.6 მილიონი აცრა ფაიზერით (Pfizer). 1 მილიონი აცრა ასტრაზენეკათი (AstraZeneca)
58% ორი დოზით და 75% ერთი დოზით არიან აცრილები (11/06/2021)
მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვაქცინირებული ქვეყანა.
ბოლო 2 კვირა ინფიცირებულების რაოდენობა გაიზარდა ქვეყანაში 17% და დედაქალაქში 25%-ით
დასკვნა:
ნაადრევი ქვეყნის გახსნა დამღუპველია.
ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტურია პირველი დოზის შემდეგ და მეორე დოზის შემდეგ ეფექტურობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ფაიზერით ვაქცინირების შემთხვევაში.
სამედიცინო პირბადე და დისტანცია არის უნივერსალური/სავალდებული ყველასთვის ვაქცინირებულებისთვის და არა ვაქცინირებულებისთვის.
მე მოვითხოვ ხარისხიან სამედიცინო პირბადეებს საქართველოსთვის (90% გვაქვს)
მე მოვითხოვ ხარისხიან ვაქცინებს საქართველოსთვის (?% რამდენი გვაქვს)
ვაქცინირებულებისთვის „პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში“,- წერს ფხაკაძე.























