00:11 | 2021-05-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვაქცინირებულებს შორის 10 იღბლიანი ჯილდოდ 50 000 დოლარს მიიღებს – ვაქცინის პოპულარიზაციის გეგმა აშშ-ში

ვაქცინირებულებს შორის 10 იღბლიანი  ჯილდოდ 50 000 დოლარს მიიღებს  – ვაქცინის პოპულარიზაციის გეგმა აშშ-ში

კალიფორნიაში ვაქცინით აცრილი 10 იღბლიანი ადამიანი 1.5 მილიონ დოლარს მიიღებს. აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ვაქცინის პოპულარიზაციისა და ვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად გამართული კამპანიის ფარგლებში 10 იღბლიანი ადამიანი 1.5 მილიონ დოლარს მიიღებს – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

 

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსოს განცხადებით, გამარჯვებულები 15 ივნისს გამოვლინდებიან – იმავე დღეს, როცა შტატი თავისი ეკონომიკის სრულად გახსნას გეგმავს.

 

გარდა ამისა, 30 იღბლიანი ადამიანი 50 ათას დოლარს მოიგებს.

 

ორივე კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კალიფორნიაში მინიმუმ 12 წლის მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვთ გაკეთებული.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X