23:51 | 2021-08-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვაქცინირებული პირებისთვის სპეციალური შეთავაზებები ამოქმედდა

ვაქცინირებული პირებისთვის სპეციალური შეთავაზებები ამოქმედდა

საქართველოში ვაქცინირებული ადამიანებისთვის სპეციალური პლატფორმა – atsrili.ge  შეიქმნა.

 

echolize-ის სოციალური პროექტი, რომელშიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები აქტიურად ერთვებიან და ვაქცინირებულ მოქალაქეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ.

 

მერაბ სეფაშვილმა ყველა კონცერტი გააუქმა - დაიცავით რეგულაციები!
2021-08-10მერაბ სეფაშვილმა ყველა კონცერტი გააუქმა - დაიცავით რეგულაციები!

 

სწორედ ასეთი კომპანიების შეთავაზებების ნახვას შეძლებთ atsrili.ge-ზე.

 

„ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია პანდემიის დასასრულებლად.კომპანიებმა ამ პროცესის წასახალისებლად სხვადასხვა ფასდაკლებები და აქციები შექმნეს. atsrili.ge არის პლატფორმა, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდების შეთავაზებებს მოიცავს ვაქცინირებული პირებისთვის.

 

ჩვენი მიზანია – ვაქცინაციის პროცესის მასტიმულირებელი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და რაც შეიძლება მეტი ბრენდის ჩართვა ამ კარგ საქმეში“, – აცხადებენ atsrili.ge-ისშემქმნელ კომპანიაში.

 

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X