
გიული ალასანიამ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ მან მედიასთან განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ექიმები პაციენტისთვის ყველაფერს აკეთებენ.
გიული ალასანიას თქმით, საუბარი მხოლოდ „საერთო თავისუფლებას“ შეეხო.
„გაიხსენეთ რა დღეა ხვალ. „ვარდების რევოლუციის“ გმირი რომ გისოსებს უკან წევს, ეს მე, რა თქმა უნდა, არ მომწონს. ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი. ამჟამად, პალატაში წევს, ყველაფერი უკეთდება. ოთახი პატარაა, სარკმელი გაღებულია, მაგრამ გისოსებია, რაც ძალიან დამთრგუნველია.
თარიღი რომ გავიხსენოთ, რა თარიღია ხვალ, ამის ფონზე მით უმეტეს, დამთრგუნველია. ჩვენ როგორც საზოგადოება, რას ვფიქრობთ ამაზე. არის ეს ნორმალური ვითარება?! არ არის“, – განაცხადა ალასანიამ.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:
ვის დაეკისრება ჯარიმა 1-ლი დეკემბრიდან კოვიდრეესტრში არყოფნის გამო
სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა






















