
ვენური დაავადების პირველი ნიშანი ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ დღის ბოლოს ფეხების შეშუპებაა. ამ დაავადებას ასევე სიმძიმისა და ქვედა კიდურებში წვის შეგრძნება ახასიათებს. ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის და ძილის შემდეგ. ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეს პრობლემა აწუხებთ, ხშირად იყენებენ კომპრესიულ კოლგოტებსა და წინდებს, რომლებიც ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს. ეს მოვლის საშუალებები ასევე ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. კომპრესიული წინდები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
სად შევიძინოთ კომპრესიული წინდები?
“ახალი ხედვა” არის კომპანია,რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.ის მომხმარებელს სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს,მათ შორის არის წამყვანი ევროპული და საერთაშორისო ბრენდების ნაწარმი.სამედიცინო ჯგუფის მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს ასევე შეუძლია კომპრესიული წინდების შეძენა. კომპანიაში ამ პროდუქტების ფართო ასორტიმენტი არის წარმოდგენილი. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. მათ შორის ერთ-ერთია შვეიცარიული ბრენდის SIGVARIS-ის ვარიკოზული ვენების სამკურნალო და საპროფილაქტიკო წინდები, რომლის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა”. SIGVARIS შევიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით და იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერია. კომპანია ძირითადად სამედიცინო პროდუქციასთან ერთად მომხმარებელს პროფილაქტიკურ და ყოველდღიური მოხმარების ელასტიურ წინდებსაც სთავაზობს. ამ ბრენდის გარდა, “ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში ასევე Morsa Cyberg-ის, Mediva-სა და Berger-ის ვარიკოზის მოვლის საშუალებებია წარმოდგენილი.სამედიცინო ჯგუფის საფირმო მაღაზიებს შეგიძლიათ ეწვიოთ როგორც თბილისში,ასევე გორში,ქუთაისში,ზუგდიდსა და ბათუმში.მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაც შეუძლია.
კომპრესიული წინდების ფასები
საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული კომპრესიული წინდების შეძენა „ახალი ხედვის“ 16 საფირმო მაღაზიაშია შესაძლებელი. მათი ფასი კი 45 ლარიდან 335 ლარამდე მერყეობს. კონსულტაციისთვის და შეკვეთის გასაფორმებლად შეგიძლიათ დარეკოთ: 577 111 241 ან 577 555 925.
(R)






















