14:21 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

ვარჯიშზე მშიერი წავსულვარ, კარალიოკს ვჭამდით, ბუფეტში რომ ვერაფერს ვყიდულობდით – ლაშა ბექაური მძიმე პერიოდზე

ვარჯიშზე მშიერი წავსულვარ, კარალიოკს ვჭამდით, ბუფეტში რომ ვერაფერს ვყიდულობდით – ლაშა ბექაური მძიმე პერიოდზე

ქართველმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, რამდენიმე თვის წინ, ბავშვობაზე და მძიმე პერიოდზე ისაუბრა. მისივე თქმით, იყო მომენტი, როცა ვარჯიშზე მშიერი წასულა.

 

„იყო მომენტები, როცა ქვებითაც გვიწევდა ვარჯიში, რადგან გირები და ჰანტელები არ გვქონდა. მანქანის ძველ საბურავებს ქამარზე გამოვიბამდით და ასე დავრბოდით, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.

 

 

ასევე ნახეთ: VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციები, როცა გაიგო რომ ბინა აჩუქეს

 

 

ჩემი სახლიდან დარბაზამდე 13 კილომეტრი იყო და ბიჭები ამ მანძილს ფეხით გავდიოდით. ძალიან ხშირად დაბრუნება ღამე გვიწევდა და პატარა ბავშვისთვის ამხელა გზაზე სიარული რთული იყო.

 

ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ. საჭმელი არ მქონია ისე წავსულვარ. სკოლის პერიოდში ისეთი გაჭირვება იყო, ბავშვები კარალიოკს ვჭამდით ხოლმე, ბუფეტში რომ ვერაფერს ვყიდულობდით, “ – ამბობს „პოსტ ფაქტუმში“ ლაშა ბექაური.

 

 

 

ასევე წაიკითხეთ ⇓

 

„გამოფრინდა იტალიიდან და ვაი, ამ ჩამოსვლას…“ – ტრაგედია ქართველი ემიგრანტის ოჯახში

 

დაინგრა საქართველო, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა! – რა ინფორმაციას ავრცელებს ნარკოლოგი

 

ქართველი მომღერალი კოვიდით გარდაიცვალა – „არაფერი აწუხებდა… 21 წლის მანძილზე სიცხეც არ ჰქონია“

 

„მოსწერა, კაბა ცმოდა, რომ ადვილად ექნათ ყველაფერი“ – პედოფილს 10 წლის შვილის ნაცვლად დედა ეკონტაქტებოდა

ავტორი: Prime Time

X