
ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა შენობაში აფეთქების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით შესაძლოა შემთხვევა ბუნებრივი აირის გაუმართაობას გამოეწვია.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓
გიორგი ფხაკაძე: მკვლელი არის ვირუსი და არა ვაქცინა და არა სამედიცინო პირბადე






















