10:19 | 2021-02-17 ავტორი: ამუკა ქორიძე

ვარკეთილში, კორპუსში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

ვარკეთილში, კორპუსში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

დღეს, გამთენიისას, ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ხანძარს ამავე კორპუსში, მეშვიდე სართულზე მცხოვრები მამაკაცი ემსხვერპლა.

 

მომხდარის შესახებ, სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

 

ვიდეო: ვარკეთილში, კორპუსში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

 

წყარო: რუსთავი 2
ავტორი: ამუკა ქორიძე

X