18:37 | 2021-04-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვარლამ გოლეთიანმა დღეს პრაქტიკულად, ფატალური შეცდომა დაუშვა – გია ხუხაშვილი

ვარლამ გოლეთიანმა დღეს პრაქტიკულად, ფატალური შეცდომა დაუშვა – გია ხუხაშვილი

სალხინოში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების ჩასვლას​ ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა.

 

„ვარლამ გოლეთიანმა დღეს დაუშვა პრაქტიკულად ფატალური შეცდომა“, – წერს ხუხაშვილი სოცქსელში.

 

ასევე ნახეთ ვიდეო – მეუფე სტეფანე ათინოგენეს პაროდიას ასრულებს

 

ცნობისთვის, დღეს ხმაური იყო მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტერში. სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაპირისპირებული მხარის გაღიზიანება ეკლესიის ეზოში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენამ გამოიწვია, რაც მრევლის ნაწილსა და მამაოებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლის მიზეზი გახდა.

 

აქციაზე „რიონის ჰესის მცველებიც“ გამოჩნდნენ.

 

ვუჭერთ მხარს ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას, იმედია, ასეც იქნება. წირვის დასრულებამდე აქ ვიქნებით და დავუბრუნდებით ჩვენი პროტესტის ადგილს. სრულიად საქართველოს ვულოცავთ ბზობის დღესასწაულს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში ინდური შტამის გამოჩენას - გამყრელიძის პასუხი
2021-04-25უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში ინდური შტამის გამოჩენას - გამყრელიძის პასუხი
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X