
19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს ტელეკომპანია „პირველთან“ მეგობრები იხსენებენ.
მათი თქმით, გიორგი გამორჩეული და ყოველთვის მოწესრიგებული იყო.
„ერთხელ ექსკურსიაზე ვიყავით ტყეში. გიორგის თეთრი ფეხსაცმელები ეცვა. ძალიან მოწესრიგებულად იყო წამოსული. ზაფხული იყო. ყველა ერთმანეთს წუწავდა. მთელი კლასი სველი იყო. გიორგი ფეხსაცმელების გამო არ დასველდა და ,,მარშუტკაში“ იყო. უნდოდა წარმატებას მიეღწია და მთელ საქართველოს გაეცნო. ვცდილობთ, კარგ ხასიათზე ვიყოთ. გავიცინებთ და მერე დანაშაულის გრძნობა გვაქვს ყველას. ვარსკვლავბიჭუნა იყო, ღმერთისგან რჩეული,“ – ამბობს გიორგი მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.






















