13:41 | 2020-12-18 ავტორი: Prime Time

ვარსკვლავური ომების საკულტო პერსონაჟის როლის შემსრულებელი – ჯერემი ბულოკი გარდაიცვალა

ვარსკვლავური ომების საკულტო პერსონაჟის როლის შემსრულებელი – ჯერემი ბულოკი გარდაიცვალა

საკულტო ფილმ – “ვარსკვლავურ ომებში“ მონაწილე ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი – ჯერემი ბულოკი 75 წლის ასაკში, დაიღუპა. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

 

მსახიობი, რომელიც გამოგონილი პერსონაჟის – ბობა ფეტის როლს თამაშობდა, ხუთშაბათს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ჯერემი “პარკინსონის დაავადებას” წლების მანძილზე ებრძოდა.

 

 

„მას გრძელი და ბედნიერი, 45 წლიანი კარიერა ჰქონდა. იგი ერთგული იყო თავისი ცოლის, სამი ვაჟისა და ათი შვილიშვილის მიმართ, რომლებსაც იგი საშინლად მოენატრებათ“ –  განაცხადა ბულოკის წარმომადგენელმა აგენტმა.

 

ჯერემის პერსონაჟი, პირველად 1978 წლის დეკემბერში, ფილმში – The Star Wars Holiday Special გამოჩნდა, რომელმაც გიგანტური ურჩხულისგან ლუკ სკაიუოკერი, ჩუბაკა, R2-D2 და C-3PO სიკვდილს გადაარჩინა.

 

 

აღსანიშნავია, რომ ლუკ სკაიუოკერის პერსონაჟის მსახიობმა – მარკ ჰემილმა, მწუხარება გამოთქვა ჯერემის გარდაცვალების გამო და სოციალურ ქსელ „თვითერზე“ დაწერა – „შესანიშნავი მსახიობი, თვალწარმტაცი კომპანიონი და ყველასადმი ძალიან კეთილი. საკმარისად გამიმართლა, რომ მას შევხვდი და მასთან ვიმუშავე. იგი ძალიან მომენატრება. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მას ვიცნობდი“.

 

ბობა ფეტი „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია, რომელიც ჟურნალმა – Empire, 2008 წელს „ყველა დროის 100 უდიდეს პერსონაჟს“ შორის დაასახელა.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

X