12:16 | 2020-12-15 ავტორი: Prime Time

ვაშაძე წავიდა – როგორ ეხმიანებიან პოლიტიკოსები ნაციონალების ლიდერის გადაწყვეტილებას

ვაშაძე წავიდა – როგორ ეხმიანებიან პოლიტიკოსები ნაციონალების ლიდერის გადაწყვეტილებას

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ამის მიზეზები განმარტა.

 

ვაშაძე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ არ შეუძლია იყოს იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის სურვილს.

 

პარტიის ლიდერის ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ ყოფილი თანაგუნდელები:

 

ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი, – ამბობს რომან გოცირიძე.

„ენმ“ ახალი თავმჯდომარის მოლოდინში – გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ხელშია
15/12/2020„ენმ“ ახალი თავმჯდომარის მოლოდინში – გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ხელშია
PTN.GE

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი.

 

ხატია დეკანოიძე ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას პოზიციების ბოლომდე ვერ დაახლოებას უკავშირებს.

 

“პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა. სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ”, – წერს ხატია დეკანოიძე.

 

პატივს ვცემ გრიგოლ ვაშაძეს. ენმ- დან მისი წასვლა მოსალოდნელი იყო. მესმის მისი. შეუთავსებელთა შეთავსება შეუძლებელია. წარმატებებს ვუსურვებ”, – ასე ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი გრიგოლ ვაშაძის “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლას.

 

ეს არის გრიგოლ ვაშაძის პოზიცია და უფლება! არ არის სწორი მისი ლანძღვა, (განსაკუთრებით ამ პარტიის, ზოგიერთი წევრის და მომხრისგან) ის გაეცალა პროცესს ეს მისი ნებააა, პირველივე დღიდან მას სხვა პოზიცია ჰქონდა( გვახსოვს მისი განცხადება, პარლამენტში სავარაუდო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით) განახვავებით ზოგიერთი “ ცრუპენტელასგან”, გულზე მჯიღს რომ , ირტყამდა “შენი მანდატი არ მჭირდება ივანიშვილოო”, ასე რომ განახვავებული პოზიცია სხვა არის და “ცრუპენტელობა” სხვა. გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი აზრი და ეს პოზიცია აქვს, ( არ არის მისი ლანძღვა სწორი) ის დიპლომატია პროფესიით – ეს მისი არჩევანია!- წერს თაკო ჩარკვიანი.

გეგმავს თუ არა გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში შესვლას - რას ამბობს სალომე სამადაშვილი
2020-12-15გეგმავს თუ არა გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში შესვლას - რას ამბობს სალომე სამადაშვილი

 

შეცდომა იყავი თავიდან ბოლომდე, – ასე მიმართავს „სამართალდამცველთა რეფორმების“ ცენტრის დამფუძნებელი, ზვიად კუპრავა გრიგოლ ვაშაძეს მას შემდეგ, რაც ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლა გადაწყვიტა.

 

მე ვიზე რა უნდა ვთქვა, აგერ, გავიყავით ერთი-ორი კვირის წინ…”, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას.

 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მუდამ ხდებოდა ცვლილებები, მაგრამ იმ წასულებს ცვლიდნენ სხვა ადამიანები, – თქვა ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა.

ავტორი: Prime Time

X