13:13 | 2021-08-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვაშაძეები „მესამე ძალად“ ერთიანდებიან

ვაშაძეები „მესამე ძალად“ ერთიანდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკაში ბრუნდება, ის „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან და სხვებთან ერთად, ქვეყანაში „მესამე ძალის“ სათავეში ჩადგება. ამას პარტიაში ადასტურებენ.

 

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატობისთვის მოლაპარაკება სერგო ჩიხლაძესთან მიმდინარეობს, თუმცა, აღნიშნულს ეს უკანასკნელი უარყოფს.

 

„30 სექტემბერს კამპანიის გახსნა იქნება, პირველ სექტემბერს კი წარვადგენთ კანდიდატებს, მათ შორის, თბილისის მერობის. ჩემს კანდიდატურაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ჩიხლაძემ.

 

ცნობისთვის, „მესამე ძალის“ პრეზენტაცია, რომელიც 30 აგვისტოს დაიგეგმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია პირველი ნომრით იბრძოლებს.

 

ამავე პარტიაში გაერთიანდებიან „რესპუბლიკელები“ და „რეფორმერები“.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X