
ვაშინგტონში აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის დედაქალაქის მერმა, მიურელ ბოუზერმა გააკეთა.
მერმა განცხადება სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოაქვეყნა სადაც წერს, რომ ომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება და დილის 06:00-მდე გაგრძელდება.
მისივე თქმით პოლიციელებს კომენდანტის საათის დაცვაში ეროვნული გვარდია დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.
ფლოიდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.
კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
Mayor Bowser is ordering a citywide curfew for the District of Columbia from 11:00 p.m. on Sunday, May 31, until 6:00 a.m. on Monday, June 1. She has also activated the DC National Guard to support the Metropolitan Police Department.
— Mayor Muriel Bowser #StayHomeDC Lite (@MayorBowser) May 31, 2020























