
ყოფილი იპოდრომის და ახლანდელი ცენტრალური პარკის მახლობლად, ცინცაძის ქუჩაზე უკანონო მშენებლობის საკითხს თბილისის მერია 24 აგვისტოს კიდევ ერთხელ განიხილავს. ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა 2017 წელს გაიცა, მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად. საქმეზე არაერთი სასამართლო პროცესი გაიმართა.
1. დარღვეულია სამშენებლო ნებართვის მოპოვების პროცედურები
2. უხეშედ ირღვევა მიმდებარე კორპუსებში მაცხოვრებელთა უფლებები, ისინი მთლიანად კარგავენ ეზოს, საკუთარ ავტოფარეხში შესასვლელს და მათი საცხოვრებელი სახლი ფაქტიურად მიუვალი ხდება.
3. მშენებლობა გაუმრათლებელია ურბანულადაც, მითუმეტეს მაშინ, როცა მიმდებარედ შენდება ცენტრალური პარკი.
4. მერია თვალს ხუჭავს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებაზე როგროიცაა გეოლოგიურ დასკვნასთან შეუსამაბო პროექტი – გეოლოგიური კვლევა ჩატარებულია მაქსიმუმ 17 სართულზე, ხოლო სამშენებლო ნებართვა გაცემულია 23 სართულზე – ეს არის სამშენებლო ნებართვის გაუქმების საფუძველი.
წინა განხილვაზე, რომელიც ჩატრადა დედაქალაქის მერიაში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აქ არ არსებობს არანაირი ამერიკელი ინვესტორი და სეტ ჩარი არის უბრალოდ დაქირავებული დაბალანაზღაუერებადი მსახიობი, რაც ინტერნეტ სივრცეში მოიძიებული ინფორმაციით დასტურდება. ამ პიროვნებას არცერთ ქვეყანაში არცერთი თეთრის ინვესტიცია არ განუხორციელებია. ჟორიკა რურუა სეტ ჩარის ხელით ეწევა საქართველოს საინვესტიცო იმიჯის დამაზიანებელ საქმიანობას, მათ უკვე იჩივლეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში.
ამონაწერში (88202088156018421707-1) ნათლად ჩანს, რომ მიწის რეალური მესაკუთრე ჟორიკა (გიორგი) რურუა და მისი ბიზნეს პარტნიორები არიან.

აღნიშნულ უკანონო მშენებლობას წლებია მოსახლეობასთან ერთად აპროტსტებს საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი.
„არ დავუშვებ მოსახლების ნების წინააღმდეგ უკანონო მშენებლობას, ბოლომდე ვიდგები მათ გვერდით, მოსახლეობამ გამოიჩინა საოცარი სიმტკიცე და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ ურბანულ ზონდერებზე“ – აცხადებს შაქარიშვილი და ამბობს რომ 24 აგვისტოს დაგეგმილ განხილვას მოსახლეობასთან ერთად დაესწრება.

საინტერესოა გაბედავს თუ ვერა თბილისის მერია უარი უთხრას ჟორიკა რურუას, დღემდე ჩნება კითხვები – რატომ ვერ დაუსვა წერტილი უკანონა მშენებლობას ვერ ნარმანიამ და ვერც კალაძემ, მაშინ როცა არსებოს ნებართვის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. ჩნდება ასევე ეჭვები, გარიგებულია თუ არა თბილის მერია ნაციონალური მოძრაობის პოლიტიურ ლიდერთან და ლობირებს თუ არა ჟორიკა რურუას ბიზნეს ინტერესებს? ამ კითხვებზე პასუხი ვატო შაქარიშვილის აზრით, ხვალ მერიაში გამართულ განხილვაზე გაეცემა. შაქარიშვილი აცხადებს – „ველოდები და მინდა მჯეროდეს, რომ თბილისის მერია არ დაუშვებს ჟორიკა რურუას ძალადობას ადგილობრივ მოსახლეობაზე და თბილისზე“
(R)






















