01:29 | 2020-12-12 ავტორი: Prime Time

„ვეძებ დამხმარე ქალს. სასურველია იყოს კოვიდმოხდილი“ – ნახეთ სახალისო კომენტარები განცხადებაზე

„ვეძებ დამხმარე ქალს. სასურველია იყოს კოვიდმოხდილი“ – ნახეთ სახალისო კომენტარები განცხადებაზე

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია კვლავ მძვინვარებს. ვირუსმა მსოფლიო სრულიად შეცვალა და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით.

 

კოვიდინფექციამ ვაკანსიის ფორმაც კი შეცვალა. სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ “ფეისბუქ” ჯგუფში მოქალაქე ვაკანსიას აქვეყნებს და ოჯახში დამხმარე ქალს ეძებს, ხოლო მთავარი მოთხოვნა კი ისაა, რომ დამხმარე “კოვიდმოხდილი” უნდა იყოს.

 

“ვეძებ ოჯახში დამხმარე ქალს, სასურველია კოვიდმოხდილი, ხელფასზე და ვალდებულებებზე გაგესაუბრებით დარეკვის შემთხვევაში”, – წერია განცხადებაში.

 

აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.

 

“კოვიდმოხდილი და ალბათ, აუცილებლად ქალიშვილი”, “”რა დღეში ვართ, კოვიდმოხდილი სივში ახალი მოთხოვნაა”; “იქნებ არ გვხვდება ეგ კოვიდი და უნდა დავრჩეთ უმუშევრები”

 

პოსტს რამდენიმე კოვიდმოხდილიც გამოეხმაურა და პირობები იკითხა.

 

No description available.

No description available.

No description available.

 

ავტორი: Prime Time

X