
ემიგრანტი, რომელიც სამშობლოში 27 წლის შვილის დაკრძალვაზე ჩამოვიდა კარანტინში გადაიყვანეს.
სოციალურ ქსელში, ავტობუსში გადაღებული ვიდეო ვრცელდება, სადაც ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც თელავში საკარანტინე ზონაში ჩაყვანილი მოქალაქეები სასტუმრომ არ მიიღო და ავტობუსი სხვა სასტუმროში მისვლამდე შეყოვნდა.
„ასეთ ამბავში ვართ. სასტუმრომ არ მიგვიღო და ვეძებთ. გაჭირვებული ხალხი ჭკუაზე აღარ არის“, – წერს თვითმხილველი.






















