23:19 | 2021-09-23 ავტორი: Prime Time

ველით, ველით რა თქმა უნდა – ხათუნა ზახაშვილი მეხუთე ტალღაზე

ველით, ველით რა თქმა უნდა – ხათუნა ზახაშვილი მეხუთე ტალღაზე

„ველით, ველით რა თქმა უნდა, მაგრამ წინასწარ რადიკალური პასუხის გაცემა, როდის იქნება კონკრეტულად მეხუთე ტალღა მგონია, რომ ნაადრევია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა “ფორტუნას” გადაცემაში „კვირის თემა” განაცხადა.

პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ პანდემია დასრულებულია - ბიძინა კულუმბეგოვის მიმართვა საზოგადოებას
2021-09-23პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ პანდემია დასრულებულია - ბიძინა კულუმბეგოვის მიმართვა საზოგადოებას

 

„ჯერჯერობით ვართ კლების ტალღაზე. მას მერე, რაც ჩვენი მოსახლეობის. მობილობა გაიზრდება, ეს დაკავშირებული იქნება სასკოლო განათლების დაწყებასთან, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მოვუხმოთ სიფრთხილის ზომებს, ამაში ვგულისხმობ იმუნიზაციას, ყველას ვისაც ასაკობრივად ესაჭიროება ჩაიტაროს ვაქცინაცია და ყველამ გამოიყენოს ნიღაბი, დაიცვას დისტანცია.

 

სამწუხაროდ, ეს ინფექცია გამოირჩევა ვერაგობით, ადამიანებს ძალიან დიდი ხანი აწვალებს და ზოგ შემთხვევაში, ექიმების შრომა რჩება ხოლმე დაფასების გარეშე და ადამიანები იღუპებიან კორონავირუსით. ეს ხდება დაავადებიდან ერთი თვის, თვენახევრის თავზე.

 

როდესაც ავადობა მატულობს, ჩვენი შიშიც ეს არის ხოლმე, შეიძლება დაავადებაში გარდატეხა შეიტანო,მკაცრი რეგულაციებით, მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე ეს ნაკლებად აისახება. სამწუხაროდ, ბევრი დაავადებული ბევრ სიკვდილთან არის ყოველთვის ასოცირებული.

 

ჯამურად, სიკვდილიანობის რაოდენობა დაკლებულია, მაგრამ ჯერ კიდევ მოსალოდნელია, რომ არასასიამოვნო რიცხვებთან გვექნება საქმე”,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა „ფორტუნას” გადაცემაში „კვირის თემა”.

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X