
ჟურნალისტი დავით კაკულია თბილისში მიმდინარე მოვლენებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება.
როგორც დავით კაკულია ამბობს, ნორმალური ინვესტორისთვის ასეთი ქვეყანა არის საშიში და არ მოუნდება ფულის შემოტანა!
„რატომ არის მარაზმის გარდა რუსული საქმე რაც გუშინ ხდებოდა და რასაც ხელს უწყობდა სახელმწიფოს მიერ დაუსჯელობა: არეულობა, არასტაბილურობა აწყობს მხოლოდ მტერს.
ევროპელ ტურისტზე თავდასხმა (დარწმუნებული ვარ სამიზნე შერჩეული იყო) არის სიგნალი ევროკავშირელი და სხვა ცივილური ქვეყნების წარმომადგენლებისთვის – აქ შეიძლება საყურის, ყვითელი მაისურის, შორტის და ასე შემდეგ უკეთეს შემთხვევაში გცემონ, უარეს შემთხვევაში დაგჭრან.
ტურისტის დაჭრა, ჰომოფობიური აქცია, გავეშებული მართული ბრბოები არ აშინებს მხოლოდ რუს ტურისტს, რომლისთვისაც ეს ყოველდღიურობაა და მუდმივად გაჰყვირიან მათი ტელეარხები-ГeйРопа. ნორმალური ინვესტორისთვის ასეთი ქვეყანა სადაც ევროკავშირის დროშას სტრატეგიული დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტიდან (იგულისხმება პარლამენტი) ხსნიან, დასდევენ უცხოელებს, გაურკვეველი ვითომ ხეობის მცველებიც (შესაძლოა რამდენიმე მათგანი გულწრფელი იყოს, მაგრამ არა გოლეთიანი) იღებენ ამაში მონაწილეობას – არის საშიში და არ მოუნდება ფულის შემოტანა!
ასეთი ჯგუფების და ჯოგების გაძლიერება, დაუსჯელობა იწვევს ყირიმიზაციას (გადახედეთ უახლეს ისტორიას) ასეთ ჯგუფებს შემდეგ რუსეთი იყენებს ქვეყნის დასანაწევრებლად.
თუ ვცდები, მაშინ ველოდები ამ ბრგეების და სხვათა გამოჩენას საოკუპაციო ხაზთან, სასამართლო სხდომებზე სადაც პედოფილ მშობლებს ასამართლებენ და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.
ქრისტე სიყვარულია და არა ძალადობა“,- ამბობს დავით კაკულია.
ცნობისთვის, აქციაზე, რომელიც „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გაიმართა, დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატოპრების მშვიდ ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.
მოძალადეებმა დაარბიეს „სირცხვილიას“ და „თბილისის პრაიდის“ ოფისიც. პრემიერმა განაცხადა, რომ “მიზანშეუწონელია” “ღირსების მარშის” გამართვა. ამასთან, სამოქალაქო აქტივისტვი, გიგა მაქარაშილი აცხადებს, რომ ღირსების მარში მაინც ჩატარდება.
მოგვიანებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ტურისტი დაჭრეს იმის გამო, რომ ის გეი ეგნოათ.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. პრემიერი ამბობს, რომ ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება.























