14:05 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

ვემზადებით რთული სცენარებისთვის – ირაკლი სესიაშვილი

ვემზადებით რთული სცენარებისთვის – ირაკლი სესიაშვილი

ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მარნეულის შესასვლელთან.

 

სესიაშვილმა ხუთი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ.

 

„უნდა დაველდოოთ თავდაცვის სმაინისტროს ოფიციალურ განცხადებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

 

შემიძლია გითხრათ, რომ მათ შესაბამისი ტესტები გაიარეს. დიდი ალბათობით, მათ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი და თავისთავად ცხადია, ამ პირობებში შესაძლებელია, ადამიანები უბრალოდ გაცივდნენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამისი პროტოკოკოლური წესით მოახდინა ყველა იმ ნორმის დაცვა, ისინი არიან მაქსიმალურად იზოლირებული.

 

ეძლევათ შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და უახლოეს ხანებში ოფიციალურად იქნება ცნობილი. ორი მათგანი, როგორც ჩემთვის ცნობილია, აქ იყო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, დაგაიმედოთ, რომ სავარაუდდო მათ არ დაუდასტურდებათ“ – განაცხადა სესიაშვილმა.

 

ვაზიანის სამხედრო განყოფილებიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს. 

 

კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს.

 

რა ხდება ქვეყანაში – ძალიან მოკლედ

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

ავტორი: Prime Time

X