14:19 | 2020-04-08 ავტორი: Prime Time

ვენახებში და პლანტაციებში ცეცხლი დაანთეთ – ბიძინა გიორგობიანის რჩევები მოსავლის გადასარჩენად

ვენახებში და პლანტაციებში ცეცხლი დაანთეთ – ბიძინა გიორგობიანის რჩევები მოსავლის გადასარჩენად

ვენახებში და პლანტაციებში ცეცხლი დაანთეთ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სატყეო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

 

დღეს და ხვალ მოსალოდნელი ყინვის გამო შესაძლოა მოსახლეობამ მოსავალი დაკარგოს, ამის თავიდან აცილებისთვის კი გიორგობიანი მათ ცეცხლის დანთებას ურჩევს.

 

„აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში, დღეისათვის არის მოსალოდნელი ყინვა, რომელმაც შეიძლება გააფუჭოს ყველაფერი, რაც

 

გაყვავებულია და წლევამდელი მოსავალი საერთოდ როგორ იქნება მერე არ ვიცი.

 

განსაკუთრებით ეს ეხება თელავს, ყვარელს და მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც დაახლოებით -3 გრადუსამდე უწევს დღეს. ასეთ შემთხვევებში ყველაზე კარგი  არის ცეცხლის დანთება პლანტაციებში ან ვენახებში.

 

უნდა ავიღოთ 50 მეტრის დაშორებით, კარგი იქნება თუ ვიშოვით თივის პრესებს, რომელსაც დავასხავთ მანქანის ზეთს, რადგან ბოლი უფრო კარგად იცავს მიწებს. წელსაც, რომ არ განადგურდეს მოსავალი, კარგი იქნება თუ ასე მოვიქცევით“ – აცხადებს ბიძინა გიორგობიანი

 

Gepostet von ბიძინა გიორგობიანი am Mittwoch, 8. April 2020

ავტორი: Prime Time

X