09:29 | 2021-02-14 ავტორი: Prime Time

„ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე თბილისში“ – ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

„ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე თბილისში“ – ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, ქეთი ვადაჭკორია ავრცელებს.

 

„ვერ აგისრულე, ვერ დაგაბრუნე თბილისში ცოცხალი, ბოდიში“, – წერს ქეთი ვადაჭკორია.

 

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ბინის დაკარგვის გამო, საქართველოდან ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

 

გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

 

ნახეთ ვიდეო ↓ ზურა დოიჯაშვილის ბოლო სიმღერა

 

ავტორი: Prime Time

X