11:00 | 2021-11-26 ავტორი: Prime Time

„ვერ არის საქმე კარგად“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

„ვერ არის საქმე კარგად“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

ვერ არის საქმე კარგად. გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 – ოფიციალური სახელი, ალბათ, ამ დღეებში ექნება სავარაუდო სახელია „ნუ” Nu. სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს. ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი საშობაო ოცნება ასრულდა“ - ზაზა ფაჩულიას საჩუქარი ზაქარია ჭელიძე
2021-11-26„ჩემი საშობაო ოცნება ასრულდა“ - ზაზა ფაჩულიას საჩუქარი ზაქარია ჭელიძე

 

„ეს ვარიანტი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა მეზობელ 6 ქვეყანაში (ბოტსვანა, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი, ზიმბაბვე) და შორეულ ჰონგკონგში.

 

დაგაინტერესებთ: ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

 

 

რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?! ძალიან სწრაფად ვრცელდება, საკმაოდ ბევრი მუტაცია აქვს, შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში, არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი იქნება ნათელი დაახლოებით 2 კვირაში.

 

რატომ არის ამდენი მუტაცია სამხრეთ აფრიკაში? იმიტომ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 24% არის აცრილი და უმრავლესობა არის დაინფიცირებული… არაფერს გაგონებთ?!… ჩვენ ისე ვიზამთ, რომ ქართულ ვარიანტსაც შევქმნით.

 

 

ასევე ნახეთ: „რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ – გიორგი ფხაკაძე

 

 

რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და მით უფრო ბევრი მუტაცია ჩნდება… ეს არის ევოლუციის კანონი (ვინც ბიოლოგია სკოლაში ისწავლეთ, იმედია, გახსოვთ. ვინც გააცდინეთ ეს გაკვეთილები, ჯობს, კომენტარების წერა არ დაიწყოთ, ნუ გაასაჯაროვებთ თქვენს “განათლებულობას”). რა უნდა ქნას სახელმწიფომ ახლა:

 

დროებით ჩაკეტოს შემოსვლა სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანიდან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ესვატინიდან, ზიმბაბვედან, და ჰონკონგიდან. რა უნდა გააკეტოთ თქვენ: მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები. ჯანმრთელობას გისურვებთ,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X