
რამდენიმე წუთის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომღერალი და პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ბუბა კიკაბიძე მივიდა.
რა მოლოდინი აქვს მას? – „პრაიმტაიმის“ ამ კითხვაზე ბუბა კიკაბიძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ „ვერ დაიჭერენ“.
ნაცმოძრაობის ოფისში ამ წუთებში აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილნი. შესასვლელთან აქტივისტებმა შეშით სავსე კასრები განათავსეს – როგორც თავად ამბობენ, გასათბობად.
ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ნინო ბურჯანაძე, გიგი უგულავა და სხვები აცხადებენ, რომ თუ სასამართლო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი მზად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ფიზიკურად დაიცვან და სამართალდამცველებს არ გაატანონ.
ოპოზიციაში არ მალავენ, რომ თუ პოლიცია მელიას დაკავების დროს ძალას გამოიყენებს, ისინიც ძალის გამოყენებით უპასუხებენ.
ნახეთ ვიდეო: ნაცმოძრაობის ოფისში ბუბა კიკაბიძე მივიდა






















