
„რამდენიმე დღის წინ არსებობდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ნათქვამი ჰქონდა, რომ გადამეფარებოდა და ჩემთვის სიცოცხლეს გაწირავდა“
ამის შესახებ ტელეწამყავნმა გიორგი გაბუნიამ მის მონოლოგში განაცხადა.
გიორგი გაბუნიამ ნიკა გვარამიას პირადი დაცვის წევრზე თემო სამხარაძეზე ისაუბრა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„რამდენიმე დღის წინ არსებობდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ნათქვამი ჰქონდა, რომ გადამეფარებოდა და ჩემთვის სიცოცხლეს გაწირავდა და 1000 პროცენტით ვიცი, რომ ამის გამკეთბელი იყო.
ჩემი ძვირფასი და გამორჩეული მეგობარი, დაცვის წევრი თემო. ახლა ის ამას ვეღარ გააკეთებს, რადგან სამშაბათს, გამთენიისას, თემომ თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობა ეკლესიისთვის ყველაზე არაქრისტიანული საქციელია და წესიც კი არ აუგეს. სხვათაშორის არც ეს ტრადიციაა ქრისტესგან დაწესებული და მხოლოდ მისი სწავლების შემდეგი ინტერპრეტაციის შედეგია.
სახარებაში იესოს საერთოდ არაფერი აქვს ნათქვამი თვითმკვლელებზე. მე კი გეტყვით, რომ თემო უფრო მეტად ქრისტიანი იყო ვიდრე ბევრი სასულიერო თუ არასასულიერო პირი, რომელიც აღდგომას ტაძარში იდგა.
და მეც რომ შემეძლოს ამ წუთშივე დავთმობდი ჩემს სიცოცხლეს, ოღონდ თემო იყოს ცოცხალი და არც ერთი წამით არ დავფიქრდებოდი, რადგან ის ამას იმსახურებდა. მაგრამ ახლა ეს უკვე შეუძლებელია. მე ვერ გადავეფარე თემოს და ვერ დავიცავი ჩემი მეგობარი“ – განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაცვის წევრმა სიცოცხლე სუიციდით 14 აპრილს დაარულა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა.
გაბულოგი #30 – მთავარი მცნება
Gepostet von მთავარი არხი • Mtavari Arkhi am Sonntag, 19. April 2020






















