
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მას ორგანიზმში ანტისხეულები ჭარბად აღმოაჩნდა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, არ იცის კორონავირუსი როდის გადაიტანა.
„მე ვარ რეანიმატოლოგი. ყოველდღიურად მაქვს შემოვლაზე 140-145 პაციენტთან კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი PCR ტესტი არ გამოვლენილა, მაგრამ როდესაც ჩავიტარე ანტისხეულები, აღმოჩნდა ჭარბად, ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ. ვერ გეტყვით როდის, რა პერიოდში, თუმცა ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში“,- განაცხადა ლევან რატიანმა.























