
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ერთი ოჯახის შესახებ წერს, რომელსაც დახმარება სჭირდება. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„მეგობრებო, ეს ძალიან საყვარელი ბავშვები საშინელ მდგომარეობაში არიან. მშივრები, გაყინულები და სრულიად უიმედოდ…. პატარებს შიმშილთან და სიცივესთან ერთად ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ, რადგან დედამ პანდემიის გამო სამსახური დაკარგა და ბინის ქირას ვეღარ იხდის.
მარტოხელა დედას ძალიან უჭირს პატარების გამოკვება… მათთვის ახალი წელი და დღესასწაული კი არა, ცხელი წვნიანიც სანატრელია ბავშვების დედამ მითხრა „ვერ წარმოიდგენთ რა რთულია, როცა ბავშვი მეუბნება „დეეე, მშიააა და შემდეგ შიმშილისგან ტირისო”…. მეგობრებო, მარტოხელა დედას და სამ მცირეწლოვან პატარას არ გააჩნია ქვეყნად არაფერი არ აქვთ სახლი, არ აქვთ ავეჯი, ბავშვებს სცივათ და შიმშილობენ

ამ დღესასწაულებზე არ მინდოდა პოსტის დადება და თქვენი დამძიმება, მაგრამ როგორ მივატოვო მარტოხელა დედა სამი მშიერი პატარა ბავშვით? მეგობრებო, ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაგვეხმარეთ და დაეხმარეთ პაწაწინებს ბავშვებს შიმშილთან და სიცივესთან ერთად ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, დაგვეხმარეთ მიაკითხეთ, მიუტანეთ რისი შესაძლებლობაც გაქვთ და დაუდექით პატარებს გვერდით. დაგვეხმარეთ მეგობრებო, რომ ეს პაწაწინა ანგელოზები შობა – ახალ წელს მშივრები და გაყინულები არ შეხვდნენ მოვახდინოთ პატარებისთვის ამ ახალ წელს სასწაული და ერთად შევქმნათ მათთვის საშობაო ზღაპარი ვაგროვებთ თანხას და საკვებს ლიზისთვის და ვაკოსთვის დანიშნულებაში მიუთითეთ; ლიზის და ვაკოს საკვებისთვის
თიბისი – ბანკი, ანგარიშის ნომერი: #GE47TB7349445061100027
საქართველოს – ბანკი, ანგარიშის ნომერი : 60001049837
#GE90BG0000000162149143
მიმღები ეკატერინე თოფურია, პირადი: 60001049837
მისამართი; თემქა, ზღვის უბანი, მესამე მიკრო, პირველი კვარტალი, მეექვსე კორპუსი, ბინა 41. ტელეფონის ნომერი: 599 21 49 88 ბავშვების დედა ქალბატონი დეა,“ – წერს მამა პეტრე.






















