14:43 | 2020-12-25 ავტორი: თამარ გონგაძე

“ვერ ვაცნობიერებ, რაში ვყოფ თავს” – აჩიკო სოლოღაშვილის გაუცნობიერებელი განცდა

“ვერ ვაცნობიერებ, რაში ვყოფ თავს” – აჩიკო სოლოღაშვილის გაუცნობიერებელი განცდა

აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე თებერვალში შვილს ელოდებიან. მსახიობი და ტელეწამყვანი, ქორწინებიდან მეათე წლის თავზე, ბიჭის მშობლები ხდებიან.

 

არანაირად არ მაშინებს ეს ვირუსი, უბრალოდ, ნუცა რომ ორსულადაა, იმას ვუფრთხილდებიო, გვითხრა აჩიკომ. ძველებურად აქტიური, მხიარული, სიცოცხლის მოყვარულია. ენატრება თეატრი და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს, ახალ თეატრში, ახალ სეზონს გახსნის.

 

მანამდე კი შვილის მოლოდინში, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი განცდით, თავის ემოციას გვიზიარებს. გაგვაფრთხილა, რომ ბევრს ვერაფერს გვეტყოდა, რადგან ეს ძალზედ სათუთი და მოსაფრთხილებელი თემაა მისთვის.

 

აჩიკო სოლოღაშვილი:– ბიჭს ველოდებით. ეს განცდა უცხოა ჩემთვის, პირველი შემთხვევაა და ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რაში ვყოფ თავს. თეორიული მზაობა მაქვს, ჩემს მეგობრებს ჰყავთ შვილები და მათ ხომ ვუყურებ. ჩვენ თავს მაქსიმალურად ვიკავებდით, არ გვინდოდა, არ გვეცალა. უკვე დადგა ის დრო, როდესაც გვინდა, რომ შვილი გვყავდეს, ეს ბედნიერება განვიცადოთ. თუმცა რას ნიშნავს, არ ვიცი.

 

ნუცამ თავის ემოციებზე ეთერში ისაუბრა. თქვა, რომ უნდა მის შვილს ერ­ქვას სანი, ალექ­სან­დრე

 

ნუცა ქავთარაძე: – ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე, იცით, რო­გო­რი აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვისკო­ლა­ში თხა­საც კი მე­ძახ­დნენ. ბოლო შვი­დი თვეა ძა­ლი­ან და­დინ­ჯე­ბუ­ლი ვარ. მაგ­რამ ისე­დაც არ მი­ჭირ­და ტი­რი­ლი და ახლა დღე­ში სამ­ჯერ უმი­ზე­ზოდ ვტი­რი

ავტორი: თამარ გონგაძე

X