
2 დღის წინ ახმეტაში ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი პარლამენტარი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს.
„პრაიმტაიმი“ ზურაბ ზვიადაურს დაუკავშირდა.
– ძალიან ცუდად ვარ, ვერ ვლაპარაკობ და არაფერი არ მახსოვს. ახლახანს გამომწერეს კლინიკიდან და ვერაფერს ვერ გეტყვით“ – განაცხადა მან თემის კომენტირებისას.
ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზვიადაურის მამა ვარაუდობს, რომ მომხდარი შესაძლოა, მისი შვილის გიორგი ქისტაურთან წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდეს.
ტელეკომპანიასთან გიორგი ქისტაურის გუშინდელ კონფლიქტში მონაწილეობას ადასტურებს მისი და, რომელიც თავის მხრივ ძალადობაში თავად ოლიმპიურ ჩემპიონს ადანაშაულებს.
ცნობისთვის, წარსულში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერმა გიორგი ქისტაურმა ზვიადაურების საცხოვრებელ სახლს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.






















