16:13 | 2021-09-28 ავტორი: თამარ გონგაძე

“ვერ ვტირი… არ ვარ სენტიმენტალური. მამაც რომ გარდამეცვალა, არ მიტირია” – სტეფანე მღებრიშვილი

“ვერ ვტირი… არ ვარ სენტიმენტალური. მამაც რომ გარდამეცვალა, არ მიტირია” – სტეფანე მღებრიშვილი

სექტემბერი სტეფანე მღებრიშვილისთვის დატვირთული სამუშაო რეჟიმით დაიწყო. პანდემიისას გაჩერებული შოუბიზნესის წევრმა, თავი, ამ ეტაპზე, ტელევიზიას შეაფარა.

 

“რუსთავი 2”-ზე დაწყებულ ახალ სატელევიზიო შოუებს შორის, ერთ-ერთი “The talk შოუ” გახლავთ, რომლის წამყვანიც, გოგონებთან ერთად სტეფანეც არის.

 

წაყვანებს მთელი ზაფხულის მანძილზე ეძებდნენ. საბოლოოდ კი, ეს ხუთეული შეიკრა.

 

როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, ჯერ ამ ამპლუაში თავის შეფასება უჭირს.

 

2021-09-23"ყველა პროდიუსერს თავს ვაწონებდი... აი, როგორც იქნა, დადგა ეს დღე" - ნუკი კოშკელიშვილმა ოცნება აისრულა

 

სტეფანე: – ჯერ ორი გადაცემა გავიდა და ვერ ვხდები, რა კომენტარი გავაკეთო. დრო მჭირდება ადაპტაციისთვის.

 

პროდიუსერებს და მეგობრებს მოვწონვარ. რუსკა მეუბნებოდა, ერთ ადამიანსაც არ გასჩენია შეკითხვა, რა უნდა სტეფანეს ამ გადაცემაშიო.

 

რაც შეეხება შოუზე ჩემს დაყოლიებას, ხარისხში და კონტენტში კი არ შემპარვია ეჭვი, არამედ, ჩემს თავში, შევძლებდი თუ არა, ამ ტიპის გადაცემის წამყვანობას. ვისთვისაც უნდა მეკითხა აზრი, ზუსტად იმათ შემომთავაზეს “The talk შოუ”, შესაბამისად, ადვილად დავთანხმდი.

 

ფაქტობრივად, გამოდის, რომ არხის მთავარი პროდიუსერების – გიორგი ხაბურზანიასა და დემნა ჯაფარიძის სატელევიზიო პროდუქტების სახე ვარ.

 

 

რაც შეეხება წამყვანებს, მთავარია, ღირებულებების თანხვედრა მოხდა. ჩემთვის მისაღები ადამიანები არიან. პირველი, რატომაც ადვილად დავთანხმდი, ის წრე იყო, ვისთან ერთადაც შოუ უნდა წამეყვანა. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო.

 

დღევანდელ შოუში გიჟური და საინტერესო თემები გვაქვს – სექსი და ორგაზმი, პირადი ურთიერთობები, ტრანსგენდერი ქალები…

 

ვეცდებით, შინაარსობრივად ღრმად ჩავწვდეთ თემებს.

 

ვარ აბსოლუტურად გახსნილი.

 

ჩემი თავსი ყურება არ მიყვარს, მაგრამ ამ გადაცემას ტელევიზორში ვუყურებ. მაინტერესებს. ახალია და ვინტერესდები.

 

2021-09-21"მე არ ვიცი, ფინალისტების შერჩევისას რა გვეშველება. ჟიურის წევრები მეცოდებიან" - "ნიჭიერის" კარტებს თიკა ფაცაცია ხსნის

 

“ნიჭიერი”

 

სტეფანეს “რუსთავი 2”-ის მაყურებელი, მეგაშოუ “ნიჭიერშიც” იხილავს. ამჯერად, ჟიურის ამპლუაში.

 

სტეფანე: – “ნიჭიერის” ჟიურიში გულაობაა. რა აღარ გვინახავს ამ მეგაშოუში. მაგრამ წელს მაყურებელს სრული სიგიჟე ელის, მთელი მსოფლიოდან ჩამოსული კონკურსანტებისგან. ამის პირობას ვდებ. ჩართავ და ვერასდროს მოწყდები ეკრანს, ნამდვილი საგიჟეთი იქნება.

 

“ნიჭიერის” ჟიურის წევრი, აქამდე არასდროს ვყოფილვარ. მუსიკალური ნომრების შეფასებისას, ვცდილობ, ობიექტური ვიყო და კომპრომისები არ დავუშვა. სადაც სანაოხაა და ნიჭერებაა, იქ უკვე ჩემგან სიმკაცრე, არაფერ შუაში არ არის.

 

პროდიუსერები გვეუბნებიან, ჟიურის წევრები ერთმანეთს მაგრად შეეწყეთო. ვერთობით. არის გულის ამაჩუყებელი მომენტები, სენტიმენტები.

 

ვნახავთ შენს თვალზე ცრემლს?

 

– მე არ ვარ სენტიმენტალური. არ ვტირი. თუმცა ერთი-ორჯერ, ნომრის ყურებისას, მინდოდა მეტირა. მაგრამ ვერ ვტირი. თავს კი არ ვიკავებ, ტირილის კომპლექსი კი არ მაქვს, არ შემიძლია. მამაც რომ გარდამეცვალა, არ მიტირია…

ავტორი: თამარ გონგაძე

X