14:23 | 2021-03-16 ავტორი: Prime Time

“ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას” – ელისაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

“ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას” – ელისაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

“მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვება მიულოცა.

 

ელისაშვილის თქმით, მას არ სჯერა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა.

 

„შეიძლება დიდ ქვეყნებში არც არაფერი… ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს არის სპორტიც, ხელოვნებაც, პოლიტიკაც… დიდი მადლობა მსურს გადავუხადო, როგორც ერთმა მოქალაქემ მეორე მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა, მეორე ქართველს თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს სახელი გაიტანა მთელს მსოფლიოში.

 

ნახეთ ვიდეო ↓

 

 

 

 

მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა – წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა, მერე მზად ვართ რომ დავკორტნოთ განსაკუთრებული ჟინით და ახალგაზრდა კაცსაც ძალიან ბევრი ასე უტევდა. ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც ჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში მის მცირეწლოვან შვილს მიმართა და წარმატება მოულოცა. ამის მოსმენით ალბათ ყველანი გულაჩუყებული ვიყავით.“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილი.

 

ცნობისთვის,  ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობაშია ბრალდებული. ჩოგბურთელი ცოლს 2020 წელს დაშორდა.

 

ავტორი: Prime Time

X