
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საზოგადოებას ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის შესახებ საინტერესო ისტორიას უზიარებ:
„ლაშაზე ერთ ამბავს მოგიყვებით: მეათე საუკუნის ჯრუჭის მონასტერი 91 წლის რაჭის მიწისძვრის დროს დაინგრა. ლოდები ხევში ჩაცვივდა. წლების წინ დაიწყო ტაძრის აღდგენა.
ერთერთი ლოდი, წმინდა გიორგის ბარელიეფით, კალაპოტში იყო ჩავარდნილი და ტექნიკა ვერ მიუყენეს, ვერაფრით ძვრა ვერ მოუხერხეს, დიდი ხანი ცდილობდნენ მნიშვნელოვანი გამოსახულების ტაძრის პერანგზე დაბრუნებას, სანამ ლაშა ტალახაძემ არ ამოიღო მიწიდან და მთის წვერამდე ხელით არ აიტანა. ეს იყო სასწაული.“ – წერს სოცქსელის მომხმარებელი.

ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსნობაში, 109კგ წონით კატეგორიაში მთავარ ფავორიტად შერაცხულმა ლაშა ტალახაძემ გულშემატკივართა იმედები არ გააცრუა და კარიერაში ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
მსოფლიოში საუკეთესო ძალოსანმა ატაცში 223კგ, აკვრაში 265კგ ასწია და ორჭიდის ჯამში 488 კგ დააფიქსირა. ლაშამ ყველა კონკურენტს საგრძნობი უპირატესობით აჯობა და დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა გოლიათმა ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამშიც ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარა და თავისივე დამყარებული რეკორდები გააუმჯობესა.
წაიკითხეთ სხვა საინტერესო ამბები ⇓






















