00:38 | 2020-03-27 ავტორი: თამთა თორდია

ვერასოდეს წარმოვიდგენდი რამხელა ძალა აქვს სახელმწიფოს – ანიტა ფაცაციას ბებია

ვერასოდეს წარმოვიდგენდი რამხელა ძალა აქვს სახელმწიფოს – ანიტა ფაცაციას ბებია

ანიტა ფაცაციას ბებია თამარ გლურჯიძე „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ გადაცემაში შვილიშვილზე ანიტა ფაცაციაზე საუბრობს. მან ისაუბრა იმ სირთულეებზე რაც მათ ამ ხნის განმავლობაში გადახდათ.

 

„მაშინ, როდესაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ თანხა რომელიც გვჭირდებოდა მოგროვდებოდა, სოციალური აქტივობების მეშვეობით 3 დღეში შეგროვდა. ბავშვს ვერ ვუშველეთ. ვერ გაიგებ აქცენტი რაზე უნდა გააკეთო, მაგრამ იმ მომენტისთვის ის იყო საჭირო და მთავარი.

 

ასევე, ვერასოდეს წარმოვიდგენდი რამხელა ძალა აქვს სახელმწიფოს. ბევრი რამე არ ჩანს, მაგრამ ოჯახმა ვიცით.

 

დაწყებული პრეზიდენტიდან, პირველივე დღიდან აბსოლუტურად საქმის კურსში იყო და მას რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა. ანიტას დაკრძალვის დღეს ყოველგვარი პრესის გარეშე მოვიდა და მოგვისამძიმრა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ქალბატონს“.

 

თამარ გლურჯიძის თქმით, ანიტა დიდი ადამიანივით იბრძოდა.

 

ანიტამ დიდი ადამიანივით იბრძოლა. როცა საყვარელი ადამიანი მიდის იმ ქვეყნად პირველი ვამბობთ, რომ რა გვეშველება. მან კი გვითხრა, რომ მე ამდენი ადამიანის სიყვარული მოგიგროვეთ და ახლა თქვენ კეთილი ინებეთ და ეს კოცონი შეინარჩუნეთ. გაუსაძლისად როცა მომაწვება მონატრება ვდგები და ლექსს ვწერ“, – ამბობს ანიტა ფაცაციას ბებია.

 

შეგახსენებთ, რომ ორი წლის ქართველი გოგონა საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. მას გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა.

 

ბოლოს ის ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო, ანიტა 30 იანვარს გარდაიცვალა.

ავტორი: თამთა თორდია

X