22:59 | 2020-05-13 ავტორი: Prime Time

ვერავინ ამომშლის საქართველოს ისტორიიდან და ქართველი ხალხის გულიდან – სააკაშვილი

ვერავინ ამომშლის საქართველოს ისტორიიდან და ქართველი ხალხის გულიდან – სააკაშვილი

მე ნამდვილად ვერავინ ამომშლის საქართველოს ისტორიიდან“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 

კითხვაზე, ჩამოშორდება თუ არა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, სააკაშვილმა ასე უპასუხა:

 

„ყველაფერი იმუშავებს ისე, როგორც მუშაობს. მე ნამდვილად ვერავინ ამომშლის საქართველოს ისტორიიდან და უამრავი ქართველის გულიდან.

 

ბევრი ახალი სახე მოდის პოლიტიკაში, ასობით ახალგაზრდა იყო ჩამოსული ბოლო ერთ წელიწადში ჩემს სახლში. მათი ჟრიამული ისმოდა და საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. დარწმუნებული ვარ, რომ წელს ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით, იმაზე უკეთესად, ვიდრე წარმომედგინა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი: Prime Time

X