16:26 | 2020-05-08 ავტორი: თამთა თორდია

ვერავინ მიგვითითებს ვინ სად დავნიშნოთ! – კიევის პასუხი თბილისს 

ვერავინ მიგვითითებს ვინ სად დავნიშნოთ! – კიევის პასუხი თბილისს 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერც ერთი მთავრობა ვერ მიუთითებს მათ, სად უნდა დანიშნონ სააკაშვილი და სად არა.

 

მინისტრის თქმით, კიევი ეცდება შეინარჩუნოს სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსთან.

 

„თუ საქართველოს მხრიდან გადაიდგმება მკვეთრი ნაბიჯები,

 

რას ვიზამთ, გადავიტანთ და მოგვიანებით აღვადგენთ ყველაფერს, რაც დაიკარგა“, – განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა.

 

დაგაინტერესებთ: ქართველებმა შეცდომა დაუშვეს! – ზელენსკი ელჩის გაწვევაზე

ავტორი: თამთა თორდია

X