
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე შვილის მასწავლებელს საჯარო მადლობას უხდის და წერს, რომ პედაგოგი ყოველ დილით, გაკვეთილის საკლასო ოთახში ჩასატარებლად ვერიდან ვაჟა-ფშაველაზე ფეხით მიდის.
„ჩემს შვილს ყოველ დილით 9 საათზე აქვს ონლაინ გაკვეთილი. ყოველ დილით 9 საათზე, როცა ყველა ბავშვი სახლიდან შედის ზუმში, მასწავლებელი კლასშია. სკოლაში მიდის ხალხო ყოველ დილით ფეხით, თუ არ ვცდები ვერიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლთან და გაკვეთლს ატარებს საკლასო ოთახიდან, დავალებებსაც დაფაზე წერს. მარტო იმიტომ რომ ბავშვებს კლასის განცხა შეუქმნას, გამოსახულების ფონზე რომ კლასი იყოს ამის გამო! ვერ ვიჯერებ…ვერიკო კალანდარიშვილი, საჯარო მადლობა“, – წერს ცხომელიძე.























