14:02 | 2021-04-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი, ჩოგბურთის კორტები, სასახლე საკუთარი ტყით – ლევან ვასაძის მდიდრული რეზიდენცია წყნეთში

ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი, ჩოგბურთის კორტები, სასახლე საკუთარი ტყით – ლევან ვასაძის მდიდრული რეზიდენცია წყნეთში

ვერტმფრენის ასაფრენ-დასაჯდომი მოედანი, ჩოგბურთის კორტები, პირადი საფეხბურთო სტადიონი, ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილი ღვინის მარანი და რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული მდიდრული სასახლე საკუთარი ტყით – სწორედ ასე გამოიყურება ბიზნესმენ ლევან ვასაძის დასასვენებელი სახლი წყნეთში.

 

კიკეთში ბიზნესმენის სასახლე ყველამ იცის და როგორც მისი მეზობლები ამბობენ, იგი აქ ოჯახთან ერთად ხშირად ისვენებს.

 

გარე პერიმეტრს მთლიანად ვიდეო კამერები აკონტროლებს. უფრო მეტიც სასახლის ჯებირებზე ეკლიანი მავთულებია გარშემორტყმული.

 

ადგილზე მისულებს ლევან ვასაძის დაცვის წევრმა გვითხრა, რომ ბიზნესმენის და მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის სასახლე გასაიდუმლოებულია, და არ გადაგვეღო.

 

თუმცა „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიური კადრების გადაღება მაინც მოახერხა.

 

იხილეთ ვიდეო ↓

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X