16:48 | 2021-07-23 ავტორი: თამარ გონგაძე

„ვერც ერთი ანსამბლის, კვარტეტის, ტრიოს და ბენდის წევრი ვეღარ ვიქნები“ – დათო არჩვაძე

„ვერც ერთი ანსამბლის, კვარტეტის, ტრიოს და ბენდის წევრი ვეღარ ვიქნები“ – დათო არჩვაძე

დათო არჩვაძემ ზურა ბაკურაძისადმი მიძღვნილ გადაცემა “ფარულ კონვერტში” პირობა დადო, რომ “ქართულ ხმებს” დაუბრუნდებოდა.

 

როგორც გავიგეთ, ავტორ-შემსრულებელი, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, ანსამბლს უბრუნდება.

 

წლების წინ, დათო სოლო კარიერის მოწყობის მიზნით გამოეთიშა “ქართულ ხმებს”. ბევრი საავტორო სიმღერა ჩაწერა, საბავშვო სტუდიისთვის მოიცალა…

 

“პრაიმტაიმთან” დათო ამბობს, რომ ის ანსამბლთან სათანამშრომლოდ მუდამ მზად არის. თუმცა ამ ეტაპზე, მხოლოდ ზურასადმი მიძღვნილი სიმღერის ჩაწერაზე ფიქრობს.

 

 

დათო არჩვაძე: – მე ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ვერც ერთი ანსამბლის, კვარტეტის, ტრიოს და ბენდის წევრი ვეღარ ვიქნები.

 

ჩემ შექმნილ უამრავ კვარტეტთან და ანსამბლთან და მათ შორის, “ქართულ ხმებთან” მხოლოდ მეგობრული ურთიერთობაღა მაკავშირებს.

 

საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებას მხოლოდ ერთჯერადი პროექტების განხორციელებით თუ გავაგრძელებ ყველასთან.

 

ახლა მხოლოდ ზურასადმი მიძღვნილი სიმღერის ჩაწერის გეგმა მაქვს. სიმღერის, რომელიც უკვდავყოფს ჩვენი ზურას სულს, ჩვენს მეგობრობას და ქართულ ხმობას.

 

არ მინდა პესიმისტურად გამომივიდეს მაგრამ, ზურას იმხელა გამაერთიანებელი ძალა, პოზიტივი, ორგანიზებულობა და სიყვარული ქონდა ამ ანსამბლში, რომ მის გარეშე, ამ ეტაპზე, ჩემთვის ყველაფერი გაჩერდა და დამთავრდა.

 

ვერაფერზე ვერ ვფიქრობ, ისეთი ტრავმირებული ვარ ზურას უცაბედი წასვლით.

 

„ვეღარ ვუძლებ... უბრალოდ, მინდა შენთან!..
2021-07-23„ვეღარ ვუძლებ... უბრალოდ, მინდა შენთან!.." - ზურა ბაკურაძის მეუღლე ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ

 

ზურას გარდაცვალების მეორე დღეს, ნანა ცინცაძემ ლექსი დაწერა და დათო არჩვაძეს ტელეფონში წაუკითხა. დათომ ემოციური მუხტით დაწერილი სტროფები მელოდიით შემოსა.

 

მოგვიანებით მასზე არანჟირება ზვიად ბოლქვაძემ გააკეთა.

 

“ქართული ხმების” წევრებს უნდათ, რომ სიმღერა 1 აგვისტომდე (ზურას ორმოცამდე) ჩაწერონ. თუმცა ყელში გაჩხერილი ბურთით სტუდიაში მისვლა და სიმღერის ჩაწერა, ძალიან გაუჭირდათ… ორი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ვერ შეიკრიბნენ.

 

 

“რეპეტიციაზე ბიჭების დასაბარებლად ინსტინქტურად, პირველ რიგში, შენი ნომერი ავკრიფე, ზურა და მერე გამოვერკვიე, თუ რას ვაკეთებდი… და სამწუხაროდ, უშენოდ ვერავინ მოვიდა და გაბედა სიმღერა „ყელში ბურთით“… ვერ შევძელით ამ ეტაპზე და ეს ლოგიკურიც არის” – წერს დათო “ფეისბუქზე”.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X