13:03 | 2021-02-28 ავტორი: Prime Time

ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი​ – მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე

ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი​ – მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ხირსის მამათა მონასტერში ჩატარებულ საკვირაო წირვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებაც ისაუბრა.

 

„ჩემი აზრით, თუ ეს უნდოდათ, აქამდეც შეეძლოთ. 20 ივნისის შემდეგ და მერეც, სამაჯური რომ მოიხსნა. ამის შემდეგაც, ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რომ რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, მთავარია უცხოეთში დასაყრდენი ეპოვათ.

 

ოპოზიციას ქვეყანაში დასაყრდენი არ აქვს. მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლებას აქვს. ოპოზიციის გარკვეული ძალების მიმართ, ისეა ხალხი განწყობილი, რომ 20 ივნისს, გარკვეული ძალა იქ რომ არ მისულიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას არ უნდა მიემართა მელიას საკითხზე პარლამენტისთვის და არც 88 პარლამენტარს არ უნდა მიეცა ხმა. სინოდშია ხოლმე სხვადასხვა აზრი და პარტიაში როგორ არ ექნება ვინმეს სხვა აზრი. გარედან ცუდად ჩანს, რომ ვუყურებ. ერთი გამოდიოდა, ვერ დამიჭერთო, სხვები გამოდიოდნენ, ვერ დაიჭერთო.

 

მოხდა ის, რომ მივიდნენ. ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერი გარბოდა. წამოვიდა ევროპიდან და ამერიკიდან სამართლიანი საყვედურები. ეს რამდენი ხანი გაგრძელდება. პროკურატურა იძახის, გადაიხადოს და გავუშვებთო, რაღაც ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი -” თქვა მეუფემ.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X