
31 მარტს საქართველოს ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 30 სტუმართან ერთად ესტუმრა, რომელმაც გადაწყვიტა პანდემიის პერიოდში 87 წლის იუბილე თბილისში აღენიშნა. აღნიშნულ ფაქტს სამოქალაქო აქტივისტების აღშფოთება მოჰყვა.
სასტუმრო “ვინოტელი”, რომელსაც პოზნერი ეწვია ბიზნესმენს, “ქართული ოცნების” წევრს ბენო ქაშაკაშვილს ეკუთვნის.
როგორც ქაშაკაშვილმა “რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები 35-კაცამდე იყვნენ და მათ შორის მხოლოდ 2 ადამიანი იცნო: თავად პოზნერი და რუსეთში მცხოვრები ქართველი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე. კითხვის გაგრძელება






















