16:01 | 2020-11-10 ავტორი: თამარ გონგაძე

“ვფიქრობ დამლაგებელი გავუშვა და თვითონ დავალაგო რესტორანი, დავრეცხო ჭურჭელი” – გურამ ბაღდოშვილი სარესტორნო ქსელის სავალალო მდგომარეობაზე

“ვფიქრობ დამლაგებელი გავუშვა და თვითონ დავალაგო რესტორანი, დავრეცხო ჭურჭელი” – გურამ ბაღდოშვილი სარესტორნო ქსელის სავალალო მდგომარეობაზე

რესტორატორი გურამ ბაღდოშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს წარწერით – შეაჩერეთ ჰორეკას სექტორის მოკვლა. საკვების დამამზადებელი ინდუსტრია, რომელიც ადამიანებს სასმლითა და საკვებით უმასპინძლდება – ჰორეკა, ერთ-ერთი სექტორია, რომელსაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა. სექტორი ფაქტრობრივად სულს ღაფავს.

 

ორი კვირის წინ, იტალიის ქალაქ ფლორენციის ცენტრში სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტრანტები რეგულაციების გაუქმებას მოითხოვდნენ. იტალიაში რესტორნები 18 საათზე იკეტება.

 

22 საათზე იკეტებოდა ყველა რესტორანი და კაფე-ბარი საქართველოს დიდ ქალაქებში. 9 ნოემბერს ამოქმედებული კომენდანტის საათის შემდეგ კი რესტრონები, ლოგიკურია, რომ გაცილებით ადრე უნდა დაიკეტოს.

 

გურამ ბაღდოშვილმა, რომელსაც ფართე საზოგადოება სატელევიზიო კულინარიული შოუებიდან იცნობს, არსებული მდგომარეობის გამო, ორი რესტორანი დახურა. მას ახლა აქვს რესტორანი “ჩვენი”, ბევრისთვის საყვარელი ადგილი. თუმცა რეგულაციების დროს, როგორც გურამი “პრაიმტაიმთან” ამბობს, რესტორანმა შემოსავლები 70 პროცენტით შეამცირა.

 

გურამ ბაღდოშვილი: – მდგომარეობა კრიტიკულია! ქვეყანა არის ამ სექტორზე დამოკიდებული. ეკონომიკა ჰორეკას სექტორზე დგას. მეღვინეობას თუ ნებისმიერ მრეწველობას, ტურიზმზე აქვს აქცენტი. როცა ჰორეკა სიკვდილის პირას დგას და ტურიზმის განადგურება მიდის, ჯაჭვური პრინციპით ითრევს სხვა დანარჩენ სექტორებს – სალონებს, სავარჯიშო დარბაზებს, იმპორტ-ექსპორტს, მომარაგებას, სოფლის მეურნეობას…

 

2020-10-26"ბევრს "დაერხა"... რესტორანში დაბალი ჩეკებია, ვეღარ იხარჯება ხალხი..." - გუგა კოტეტიშვილი

 

300 ათასი კაცი რჩება უსამსახუროდ. 300 ათასი კაცი ინახავს, ალბათ, 600 ათას კაცს. ყველას სამსახური არ აქვს. უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანი მშიერია, ეს კი ქვეყანაში კრიმინალის გაზრდას შეუწყობს ხელს. სახელმწიფოს დამატებით კიდე 200 ათასი ძალოვანის დამატება დასჭირდება, რომ მართოს მშიერი ბრბო.

 

22 საათზე დაკეტილი რესტორანი დიდი პრობლემა იყო. ახლა კომენდანტის საათის დროს, 22 საათზე რომ უნდა ვიყოთ სახლში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მზარეული, რომელიც რუსთავში, მცხეთაში თუ წილკანში ცხოვრობს, ორი საათით ადრე უნდა გავუშვა სამსახურიდან. ანუ რესტორანი რვა საათზე უნდა დაიკეტოს.

 

შვიდ საათზე სამსახურს რომ ამთავრებს ადამიანი, ის ვერ მიასწრებს რესტორანს, რომ იქ ივახშმოს. 22 საათზეც ვერ მიასწრებდა. სამსახურიდან საცობით სახლში რომ მივა, მერე გამოიცვლის, იბანავებს… ანუ 22 საათზე დაკეტილი რესტორანი ნიშნავს 6 საათზე დაკეტილს.

 

22 საათზე რომ ვკეტავდით რესტორანს, იმ პერიოდში 70 პროცენტით დაიკლო ნავაჭრმა. დღეს უკვე, სამწუხაროდ, მიწევს კადრების გაშვება სამსახურიდან. ვეცადეთ, რომ შეგვენარჩუნებინა, მაგრამ შემოსავალი არ გვაქვს. თუ მყავდა ექვსი მიმტანი, დავიტოვე ორი, რვა მზარეულიდან – სამი მრჩება. ვფიქრობ, რომ დამლაგებელიც გავუშვა და თვითონ დავალაგოთ და დავრეცხოთ ჭურჭელი. აღარ არის საშუალება.

 

2020-10-28"ჩემს ბარს თავისუფლად შეუძლია შუაღამის 4 საათამდე იმუშაოს" - ასმათ ტყაბლაძე ახალი წინადადებით

 

სახელმწიფომ უნდა მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილება, გაგვიჩეროს საგადასახო, კომუნალური გადასახადები, დღგ იქს პერიოდით გააუქმოს. თუ სახელმწიფომ არ გადაგვარჩინა, ეს სექტორი ვერსადროს ვერ დაუბრუნდება სახელმწიფოს. არც ეკონომიკას შეემატება რამე.

 

ადამიანებს რესტორნები კრედიტით აქვთ გახსნილი, სახლი აქვთ ჩადებული, ამ ყველაფრის გარეშე რჩებიან. არასდროს არ იფიქრებენ რესტორნის გახსნაზე.

 

ჩვენი ქვეყანა, რომელიც მომავალში 9 მილიონ ტურიზმზეა დამოკიდებული, ვერ ვაჭმევთ, ვერ მივხედავთ სტუმრებს, რესტორანი და რესურსი არ გვექნება და არავინ არ დაგვიბრუნდება.

 

ამიტომ სახელმწიფოს ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს ჰორეკას სექტორის გადარჩენა. დგას ეს თემა და ვსაუბრობ ბიზნეს ასოციაციებთან, ბიზნეს ომბუცმენთან. ევროპის სხვადასხვა შეფმზარეულებთან და რესტორატორებთან გვაქვს კონსულტაციები, ვიღებთ დარიგებებს… ვნახოთ, რა შეიცვლება…

 

გურამ ბაღდოშვილი: ვირუსის შემდეგ საქართველო შესაძლოა პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად იქცეს - ბიზნესი - Business-Partner.ge

ავტორი: თამარ გონგაძე

X