11:19 | 2020-06-05 ავტორი: ნინი ტაველიძე

ვფიქრობ, თეთრ სახლში ჰალუცინაციები აქვთ – ნენსი პელოსი

ვფიქრობ, თეთრ სახლში ჰალუცინაციები აქვთ – ნენსი პელოსი

„ვფიქრობ, მათ ჰალუცინაციები აქვთ“,- აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა თეთრ სახლს დასცინა.

 

ამ ფრაზით ნენსი პელოსი ტრამპის პრესმდივნის, კეილი მაკინანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ტრამპი უინსტონ ჩერჩილსა და ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებს შეადარა. ინფორმაციას Thehill ავრცელებს.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

„ამდენი ხნის მანძილზე ჩვენ ვხედავდით ამერიკის პრეზიდენტებს და მსოფლიო ლიდერებს, რომლებსაც ლიდერობის მომენტები და ძლიერი სიმბოლოები ჰქონდათ.

 

ამით ისინი ხალხს სიმტკიცისა და სიძლიერის მესიჯს უგზავნიდნენ. მაგალითად ჩერჩილი, რომელიც დაბომბილ ადგილებს ათვალიერებდა და ამ გზით ბრიტანელ ხალხს ლიდერობის ძლიერ სიგნალს უგზავნიდა“, – განაცხადა მაკინანმა და ასე გამოეხმაურა ტრამპის სკანდალურ ფოტოსესიას ხელში ბიბლიით, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ მოაწყო.

 

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ბიბლიით ხელში გამომსველელების დარბევის შემდეგ გამოჩნდა და ეკლესიაში ილოცა.

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.

 

ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

 

კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.

 

მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X