22:43 | 2021-12-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ვფიქრობდი შეძლებდა თუ არა კორიდორის გავლას“ – ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე

„ვფიქრობდი შეძლებდა თუ არა კორიდორის გავლას“ – ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს გამოკვეთილი საერთო სისუსტე და არასტაბილური მდგომარეობა, რაც „ახასიათებს პოსტ-ტრავმატულ სინდრომს და წამების შემდგომ მდგომარეობას“. მისივე განმარტებით სააკაშვილი კარგად არ არის.

 

მისივე თქმით, სააკაშვილს დაუნიშნეს მედიკამენტი, რომლის დოზების გაზრდა იგეგმებოდა და მისი მიღება უფრო მეტ სისუსტეს და ცუდ მდგომარეობას გამოიწვევდა.

 

სანზონაში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეში ახალი ვერსია გაჩნდა
2021-12-05სანზონაში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეში ახალი ვერსია გაჩნდა

 

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, თუ სააკაშვილი ამ მედიკამენტს გაზრდილი დოზით მიიღებდა, ის სასამართლოზე ვერ გამოვიდოდა.

 

„ამჟამად აქვს გამოკვეთილი საერთო სისუსტე და არასტაბილური მდგომარეობა, რაც ახასიათებს პოსტ-ტრავმატულ სინდრომს და წამების შემდგომ მდგომარეობას, არ არის კარგად. დღეს ველაპარაკე მის პირად ექიმს ჰოლანდიაში და გავარკვიე, რომ იღებდა მხოლოდ ორ წამალს, ეს არ არის ისეთი ფსიქოტროპული წამლები, რომლებიც საზღვარგარეთ ფართოდ გამოიყენება. ეს ჰოლანდიელი ექიმის დანიშნულება, ეს იყო საძილე საშუალება, ამის მიცემა შევწყვიტეთ პარასკევს და შაბათს, პირველი სასამართლოს წინ.

 

იგეგმებოდა დოზების გაზრდა და თუ არ ვცდები, ათჯერ მეტი იყო, ეს გამოიწვევდა უფრო მეტ სისუსტეს და ცუდ მდგომარეობას. თუ ამ მედიკამენტს გაზრდილი დოზით მიიღებდა ვერ გამოვიდოდა სასამართლოზე. ეს მედიკამენტი დანიშნა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ფსიქიატრმა, პარასკევს აქ ვიყავი დიდი ხნით, ვგეგმავდით როგორ წარდგებოდა სასამართლოს წინაშე, არ მეგონა, რომ შეძლებდა 1 საათზე მეტს გამოსვლას. ვფიქრობდით მხოლოდ 30 წუთს და იმასაც ვფიქრობდით, თუ შეძლებდა კორიდორის გავლას და მისვლას“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

 

ეკლესიის მგალობელთა გუნდით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა, დაღუპულია 23 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია - რა მოხდა კენიაში
2021-12-05ეკლესიის მგალობელთა გუნდით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა, დაღუპულია 23 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია - რა მოხდა კენიაში

 

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირადი ექიმის განმარტებით, ეს შეუძლებელია და ხელს არავინ არ მოაწერს.

 

„ეს შეუძლებელია, არცერთი ექიმი ამას ხელს არ მოაწერს, არც საქართველოში და არც მთელს მსოფლიოში“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X