22:30 | 2021-07-07 ავტორი: Prime Time

ვფიქრობთ, იარაღები შევიძინოთ, რათა ოფისთან ჩავლილმა ხალხმა, რომელიც კვერცხის სროლის ხასიათზეა, იცოდეს, შიგნით შეიარაღებული ხალხია – მეგრელიშვილი

ვფიქრობთ, იარაღები შევიძინოთ, რათა ოფისთან ჩავლილმა ხალხმა, რომელიც კვერცხის სროლის ხასიათზეა, იცოდეს, შიგნით შეიარაღებული ხალხია – მეგრელიშვილი

„გირჩის“ დეპუტაცია ვფიქრობთ, იარაღები შევიძინოთ, რათა ოფისთან ჩავლილმა ხალხმა, რომელიც კვერცხის სროლის ხასიათზეა, იცოდეს, შიგნით შეიარაღებული ხალხია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, საზოგადოებაში დაცულობის განცდა არ არსებობს.

 

„წარმოიდგინეთ, აქ რომ ჩამოიარეს ადამიანებმა, ჩვენს ოფისთან გაიარეს, რაღაცები ისროლეს ხმაურით. ეს ვერ გაგიჩენს დაცულიბის განცდას. ამიტომ ჩვენ, „გირჩის“ დეპუტაცია ვფიქრობთ, რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებები გამოვიყენოთ და იარაღები შევიძინოთ, რათა ოფისთან ჩავლილმა შემთხვევითმა ხალხმა, რომელიც კვერცხის სროლის ხასიათზეა, იცოდეს იმ ოფისში შეიარაღებული ხალხია და მოერიდონ, შიგნით არ შემოგვივარდნენ, თორემ გარეთ რაც უნდათ, ის იყვირონ. ჩვენ, პარლამენტის წევრებს, კონსტიტუციით გვაქვს ამის უფლებამოსილება და რადგან გადავედით იმ რეალობაში, სადაც ადამიანებმა შეიძლება დაუსჯელად ითარეშონ, დღეს შეიძლება კვერცხებს ისვრიან, მაგრამ ხვალ არ ვიცი, სადამდე მივლენ, ვფიქრობთ, საჭიროა ამაზე ფიქრი. ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, დაგვეხმარონ იარაღის სწორად შერჩევაში, რომ ჩვენი შესაფერისი ვიპოვოთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

ავტორი: Prime Time

X