
„დრო წარმოუდგენლად იწელება, ვღელავ. უკიდურესად.. ისტორიული სირცხვილი და უბედურება არ დაგვატყდეს თავს, ამას ვერავინ ვერ ჩამოირეცხავს და ვერ ზიდავს ამ დიდ სირცხვილს, – წერს „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი და ამით ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხმაურება.
„ეს წარმოუდგენელი ამბავია, მოშიმშილე პატიმარს ფანჯრები ამოუქოლეს და კულტურის მინისტრი დასცინის (ჩვენ ყველას დაგვცინის) და ეუბნება დაჭერილ პრეზიდენტს: „გამოიხედე რამდენი ვართო“, შეურაცხყოფილი ვარ, როგორც მოქალაქე. ამათ ერთი დიდი, ხალხის ტალღით გადარეცხვა მოუხდებოდათ, ამ „სადისტებს“ როგორც ნახირი, ისე უნდა გადადენო ჩვენი ყველას შეურაცხყოფისთვის!“, – ვკითხულობთ ჩარკვიანის ფეისბუკ-პოსტში.
შეგახსენებთ, უკვე 28-ე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 დაწესებულებაში შიმშილობას აცხადებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















