12:42 | 2021-10-09 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

“ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები” – კახა კუჭავა

“ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები” – კახა კუჭავა

ბათუმის ტრაგედიას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეხმაურება და დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრტებს.

 

“ყველა სიტყვა უძლურია. ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

 

ათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.

 

საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული. სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 6 გარდაცვლილია. კიდევ 1 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

 

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X